ლაგოდეხში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა

ლაგოდეხში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა

ლაგოდეხში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა. აფენის თემში ოთხივე უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კომისიის წევრები ხმის დათვლის პროცესს დაიწყებენ.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძვანელი ხმის მიცემის პროცესს დადებითად აფასებს. გურამ მაჭარაშვილის თქმით, შეიმჩნეოდა მოქალაქეთა მაღალი აქტივობა, ამასთან არ დაწერილა არც ერთი საჩივარი, რაც დემოკრატიულ არჩევნებზე მიანიშნებს.

დღის განმვალობაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს ოპოზიცია. გიგი უგულვა აცხადებს, რომ როგორც არჩევნებამდე, ასევე დღესაც ხდებოდა ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლა.

ცნობისთვის, ლაგოდეხის #15-ე საარჩევნო ოლქში 4000-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. აქედან, ბოლო ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა საერთო ამომრჩევლის რაოდენობის 54%_მა მიიღო. აფენის თემის შემავალ სამ სოფელში ოთხი საარჩევნო უბანი მოქმედებდა.