წინასწარი ინფორმაციით, ლაგოდეხის, მარტვილისა და ადიგენის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის საკრებულოს შუალედური არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. წინასწარი მონაცემებით, ლაგოდეხში, მარტვილში და ადიგენში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები იმარჯვებენ.

კერძოდ, ცესკოს წინაწარი მონაცემებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ომარ შველიძემ ხმების 84.4 % მიიღო, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატმა მალხაზ მელაშვილმა ხმების 14.71 % , მესამე ადგილზე კი მოძრაობა „თავისუფალი საქართველოსთვის“ კანდიდატი დავით ბეგლარიშვილი გავიდა ხმათა 0.89 % -ით.

რაც შეეხება მარტვილს, კიწიის თემში 549 ხმა მიიღო და საკრებულოს დეპუტატი გახდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი რობერტ კაკულია. ის შუალედურ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო.

ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემშიც ერთადერთი კანდიდატი იყრიდა კენჭს - „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზურაბ ფეიქრიშვილი, რომელიც ასევე საკრებულოს დეპუტატი გახდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა