ირანის მთავრობა - ბაღდადის სიკვდილი „ისლამური სახელმწიფოს“ დასასრულს არ ნიშნავს

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი ამ ორგანიზაციისა და მისი იდეოლოგიის დასრულებას არ ნიშნავს, - ამის შესახებ ირანის მთავრობის პრეს-სპიკერმა ალი რაბიაიმ განაცხადა.

„ბაღდადის სიკვდილი „ისლამურ სახელმწიფოსა“ და მის იდეოლოგიას არ დაასრულებს, რომელიც რეგიონული ნავთობდოლარების დახმარებით შეიქმნა და აღორძინდა,“- აღნიშნულია ალი რაბიაის „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ პოსტში.

სააგენტო „როიტერსი“ წერს, რომ რაბიაიმ აშკარა მინიშნება მის რეგიონალურ მეტოქეზე - საუდის არაბეთზე გააკეთა.

შეგახსენებთ, ამერიკელი სამხედროების მიერ სირიაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი დაიღუპა. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ბაღდადმა გაქცევის დროს თავი „ შაჰიდის ქამრით“ აიფეთქა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა