ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სადრენაჟო სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია განხორციელდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მუნიციპალიტეტის სოფლების - სნოს, აჩხოტისა და გორისციხის მოსახლეობას, სადრენაჟე სისტემის გაუმართაობის გამო, ათეულობით წელია ჭარბი წყლის პრობლემა აწუხებდა, რაც შეუძლებელს და არაეფექტიანს ხდიდა ისედაც მცირემიწიან რაიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას.

მათივე ინფორმაციით, სამხარეო ადმინისტრაციის თხოვნით, გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მელიორაციამ მასშტაბური სამუშაოები ამ პრობლემის მოსაგვარებლად განახორციელა.

„დღეისთვის გაწმენდილია 6,5 კმ სიგრძის სადრენაჟე არხი. გარემონტდა, ხშირ შემთხვევაში კი თავიდან აშენდა კოლექტორული მიმღებები და სრულად მოწესრიგდა სადრენაჟე ინფრასტრუქტურა.

შედეგად 45 ჰექტარი ფართობი გათავისუფლდა ჭარბი წყლისგან და შესაძლებელი გახდა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის მისი გამოყენება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩატარებული სამუშაოების გასაცნობად და მოსახლეობასთან შესახვედრად ყაზბეგის რაიონს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე; მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შალვა კერესელიძე, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელი დავით წითლიძე და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ოთარ შამუგია ეწვივნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა