დიმიტრი ცქიტიშვილი - ახალი „შრომის კოდექსი" ორ სამსახურში მუშაობას არც ერთ შემთხვევაში არ კრძალავს, ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია

ახალი „შრომის კოდექსი" ორ სამსახურში მუშაობას არც ერთ შემთხვევაში არ კრძალავს, ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია, - ამის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შესაძლებელია, ასეთი აკრძალვა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რისკის შემცველი სამსახური ან მესამე პირების უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის რისკი.

„ასეთი ჩანაწერი შესაძლებელია დავტოვოთ კანონში, რომ შემდეგ უკვე სამინისტრომ ან მთავრობამ, სოციალურ პარტიორებთან კონსულტაციით, განსაზღვროს ისეთი სამუშაოების ჩამონათვალი, სადაც დასაქმებულის გადატვირთულობა რისკს და საფრთხეს უქმნის სხვა პირების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. ასეთი სამუშაოების სია უნდა ჩამოყალიბდეს კონსულტაციის შედეგად. მანამდე კი ეს საკითხი არის გარდამავალ დებულებებში და არასწორი ინტერპეტაცია მოახდინეს და ამ პროცესის დისკრედიტაცია სცადეს, "- განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ეს პროფესია შეიძლება იყოს მძღოლი.

„მღოლებს გადაჰყავს ბევრი მგზავრი, რომლებიც თუ გადაღლილები არიან, შეიძლება საფრთხე შეუქმნან მგზავრებს. ასევე, მემანქანეები. ოღონდ აქ 40 საათზე არაა საუბარი, საუბარია იმ რეგულაციაზე, რამდენი საათის შემდეგ შეიძლება მათმა მუშაობამ შეუქმნან საფრთხე სხვა პირებს“, -განაცხადა დიმიტრი ცქტიშვილმა.

ცქიტიშვილის ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტს სავარაუდოდ, ნოემბრის შუა რიცხვებში წარედგინება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა