ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 179 წლის იუბილე აღინიშნა

სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 179 წლის იუბილე აღინიშნა. მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას დღესასწაული გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა მიულოცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, სოფლის ცენტრში წარმოდგენილი იყო საჯარო სკოლების კუთხეები, უწყვეტად მიმდინარეობდა კონცერტი მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. ღონისძიების მიმდინარეობისას მერმა დააჯილდოვა კონკურსის „სიტყვის ძალა“ გამარჯვებულები.

„დედა ენის“ ავტორის იუბილე ყოველ წელის 27 ოქტომბერს აღინიშნება. საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი იაკობ გოგებაშვილი ვარიანში 1840 წელს დაიბადა.

დღესასწაულის დაწყებამდე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის შესასვლელში ახლად რეაბილიტირებული წყარო საზემოდ გახსნეს. სუფთა, ცივი და გემრიელი თვითმდინარი წყალით მთელი სოფელი სარგებლობს. წყაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით მოეწყო.

ღონისძიებები გორის მერიის მხარდაჭერით, ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო