ანრი ოხანაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - ამ საკითხის მხარდასაჭერად ოპოზიციის მობილიზებაა აუცილებელი

ამ საკითხის მხარდასაჭერად აუცილებელია საპარლამენტო ოპოზიციის მობილიზება, ვინაიდან ამ საკითხს სჭირდება მაღალი მხარდაჭერა, რომ ცვლილება განხორციელდეს,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან 2020 წლის არჩევნებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, პროექტს საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება ბლოკების დაშვებას, საპარლამენტო უმრავლესობას იგივე პოზიცია აქვს და ამ საკითხში ოპოზიციას არ ეთანხმება.

„ჩვენი პოზიცია, რომელიც გვქონდა ისევ იგივე რჩება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ვერსიას, სადაც არ არის გათვალისწინებული ბლოკების ვერსია, ვინაიდან შემოთავაზებულია ე.წ. ბუნებრივი ბარიერი", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, კონსტიტუციურ კანონში შესატან ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რომელსაც არასაპარლამენტო ოპოზოციაც ესწრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა