„ახალი საქართველოს“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე - ტყუილია, რომ უფროსი მასწავლებლის ხელფასი საქართველოში 1011 ლარია

„ახალი საქართველოს“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელის, ნანა ტოხვაძის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ უფროსი მასწავლებლის ხელფასი საქართველოში 1011 ლარია.

ტოხვაძის თქმით, „არჩევნების მოახლოების პარალელურად განათლების სამინისტროს პოპულიზმის მადა გაეხსნა“.

„ამ პოლიტიკურ ბლეფს არაფერი აქვს საერთო განათლების ეროვნულ იდეასთან, მაშინ როცა ხელშესახები შედეგი არ გვაქვს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებში, სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში, სპეც მასწავლებლებისა თუ ადმინისტრაციის ხელფასების ზრდის მიმართულებით, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში. საქართველოში 38 000-ზე მეტი მასწავლებელი არასრული დატვირთვით მუშაობს და შესაბამისად ვერ იღებს დაპირებულ ,,ღირსეულ ანაზღაურებას“. რაც შეეხეება უფროსი მასაწავლებლების 1011 ლარიან ანაზღაურებას, ის საუკეთესო შემთხვევაში - ხელზე ასაღებ 788 ლარს უტოლდება (18 საათზე მეტი კვირეული დატვირთვისა და სტატუსის დანამატის შემთხვევაში).

შესაბამისად, სამინისტროს დასახელებული მომხიბვლელი ასტრონომიული ციფრები დიდი ტყუილია. რეალურად, უფროსი მასწავლებლის სახელფასო დანამატი 80 ან 120 ლარია, რომელიც თავისთავად ვერ ეწევა დოლარის კურსით გამოწვეულ ფასების ზრდას. საინტერესოა, ფუნდამენტური და კომპლექსური რეფორმის დაწყებამდე, რატომ ვერ ან არ გაითვალისწინა განათლების სამინისტრომ, რომ სკოლების ზომის მიხედვით საქართველო შეყვანილია მცირეკონტიგენტიან სასკოლო სისტემათა რიგში, სადაც სკოლების 75% -ში გეოგრაფიული განაწილების გამო 300 მოსწავლემდე სწავლობს და მასწავლებელთათვის საათების დეფიციტის გამო სრულ განაკვეთზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია. საქართველო ხომ მარტო თბილისი და დიდი ქალაქები არაა და სოფლის, დაბისა და რაიონის სკოლებში, საათების დეფიციტის გამო უფროსი მასწავლებლის ხელფასი 500- 600 ლარს ვერ ცდება, რადგან საბაზისო 9-10 საათიანი დატვირთვა აქვთ და სამინისტროს მათთვის არანაირი გადაწყვეტა არ შეუთავაზებია (მაგ. ფიზიკის, ქიმიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ისტორიისა თუ ბიოლოგიის). შესაბამისად, გამოდის, რომ თანაბარი კომპეტენციისა და პროფესიული უნარების მქონე მასწავლებლების ნაწილს სამინისტროს რეფორმა შეეხო, ხოლო დანარჩენი რეფორმის მიღმა დარჩა“, - განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა