თავდაცვის მინისტრმა ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში გააცილა

გორში, პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს ქვეყნის ერთგულებისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ქვეყანაა, რაც ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სწორედ ქართველი სამხედროების დამსახურებაა. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს მისი გეგმები გააცნო, რაც აღჭურვილობისა და ეკიპირების, ასევე სოციალური, ინფრასტრუქტურული და სადაზღვევო პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.

რამდენიმე დღეში I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ხოლო II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში სამშვიდობო ოპერაციების შესრულებას შეუდგებიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს