ანონსი  29 ოქტომბერი

29 ოქტომბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეინში“ გაიმართება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპის დანერგვის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სავაჭრო პალატების, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები დაესწრებიან.

მის: 26 მაისის მოედანი #1

29 ოქტომბერს, 09:30 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს მერსედეს ვერა მარტინს და სსფ-ის მუდმივ წარმომადგენელს სელიმ ჩაკირს შეხვდება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N 515

29 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების, ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძის ინიციატივით, გაიმართება პარლამენტის წევრების შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარესთან, ლაშა დარსალიასთან.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

29 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N238 (C კორპუსი, II სართული)

29 ოქტომბერს, 10:00 საათზე, შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე მარინა კარობიო გუშეტი და შვეიცარიის პარლამენტის წევრები მარნეულის მუნიციპალურ სერვისს „ქალთა ოთახს“ ეწვევიან

საკონტაქტ: 599173447

29 ოქტომბერს, 10:30 საათზე ნატოსა და ევროკავშორის საინფორმაციო ცენტრში მედია სკოლა ტარდება.

მედია სკოლის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარ წულეისკირი და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ჩართულობის სექციის პროგრამის ოფიცერი დესპინა აფენტოული.

მის: შალვა დადიანის ქ. 2/1, II სართული, შოთა რუსთაველის დარბაზი

პრესასთან საკონტაქტო პირი: სოფო ქემაშვილი 595707 222

29 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ევროკავშირის მხარდაჭერით გამართავს პროკურატურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის 2017-2018 წლების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას.

საკონტაქტო: მერი მახარაშვილი 599 500 137

29 ოქტომბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო -კვლევითი ცენტრ CYSEC -ის დამფუძნებლის ანდრო გოცირიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: სახელმწიფო და კერძო სექტორის ვებგვერდებზე განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევა. რა ინტერესი შეიძლებოდა ჰქონოდათ ჰაკერებს და რამდენად შესაძლებელია საქმის გამოძიება?

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სემეკი "იდუმალი მომხმარებლის" ახალი კვლევის შედეგებს წარადგენს. კვლევის ფარგლებში შემოწმდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომუნალური მომსახურების 10 კომპანიის მიერ მოქალაქეებისათვის გაწეული მომსახურებების ხარისხი.

მის: ა.მიცკევიჩის N19.

29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მეუფე იაკობის განცხადებებზე გამოძიების დაწყების საკითხი. საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული პროცესები - მეუფე იაკობის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგომა. ციანიდის საქმე და დეკანოზის წერილი. მამა გიორგი მამალაძის შეწყალების თემა.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება დასკვნითი სხდომა ღვინის ქარხანა #1-ის საქმეზე.

საკონტაქტო: 597 719 887 დავით ჯაბაშვილი

29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

29 ოქტომბერს, 11:30 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ზესტაფონის რაონის სოფელ ზედა კლდეეთში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოებს დაათვალიერებს და სოფლის მოსახლეობას შეხვდება. მოგვიანებით მინისტრი გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინშიც.

29 ოქტომბერს, 11:30 საათზე, ევროპის საბჭო გამართავს ახალი ორწლიანი პროექტის „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა” პრეზენტაციას.

ღონისძიებას დაესწრებიან შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, სახალხო დამცველის მოადგილე თამარ გვარამაძე და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე.

მის: სასტუმროში „რუმს ჰოტელ თბილისი“

საკონტაქტო: ნათია ქანთარია 555 633 543

29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, "ახალი საქართველოს" ლიდერი და სტრატეგია "აღმაშენებლის" იდეის ავტორი გიორგი ვაშაძე ბიზნესმენ ფადი ასლის შეხვდება.

თემა: სტრატეგია "აღმაშენებელი"

მის: პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩა 3/29. ICC Georgia.

საკონტაქტო: თამარა ჯინჭარაძე 551 66 25 25

29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, "გირჩის" წევრები, „შმაქსისტებთან“ ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, რის შემდეგაც საავტომობილო მსვლელობით ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ და საპროტესტო აქციას გამართავენ.

თემა: „შმაქსისტების“ დაშინება და დაჯარიმება.

29 ოქტომბერს, 12:30 საათზე, შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე მარინა კარობიო გუშეტი და შვეიცარიის პარლამენტის წევრები რუსთავის ყველის საწარმოს „მილკენს“ ესტუმრებიან

მის: რუსთავი, მე-15 მკრ.რ

საკონტაქტო: 599173447

29 ოქტომბერს, 13:00 საათზე, კომპანია „თელასი“, ტაშკენტის ქუჩისა და მის მიმდებარედ განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით პრეზენტაციას გამართავს.

პრეზენტაციას დაესწრებიან თბილისის მერი კახა კალაძე, “ინტერ რაო”-ს ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი, სს „თელასი“-ს გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი.

მის: ყაზბეგისა და ტაშკენტის ქუჩების კვეთა

29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, 20-21 ივნისის საპროტესტო დემონსტრაციებისა და თანმდევი მოვლენების შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

მის: გახოკიძის ქუჩა 11 ა.

29 ოქტომბერს, 14:45 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ახალი ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში, მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას.

მის: გლდანი V მკ/რ, ხიზანიშვილის ქუჩა, გლდანის პროფესიული განათლების კოლეჯი

29 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.

თემა: „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტთან დაკავშირებით (07-2/369; 02.07.2019)“.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

29 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.

მის: მაჩაბლის .№11

საკონტაქტო: თეონა ომანაძე 599 58 00 01

29 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

29 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდება.

C კორპუსი, ოთახი N518

29 ოქტომბერს, 16:30 საათზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) პროექტის „ეთნიკურ უმცირესობათა უფლებებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა“ პრეზენტაცია გაიმართება.

მის: სასტუმრო „თბილისი მერიოტი“, რუსთაველის 13

საკონტაქტო: სალომე აჩბა, EMC-ის კომუნიკაციის მენეჯერი 593 73 75 03,

29 ოქტომბერს, 18:30 საათზე, Melograno • მელოგრანო - ში "პორტალის" ახალი წიგნის - "ეკლების უფლისწულის" წარდგენა გაიმართება. წარმდგენები იქნებიან: მწერალი, იაგო თვალაბეიშვილი; პროექტის მენეჯერი - გიორგი კიკაბიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს