მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა

მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მგზავრი დაიღუპა, მძღოლი კი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მეორე მანქანაც, შემხვედრი მიმართულებით მოძრავი „ჰონდაც“ მონაწილეობდა, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. დაშავდა ერთი მგზავრი. შეჯახების გამო დაზიანდა კიდევ ერთი მანქანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა - შემთხვევა მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა