თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს. ამ პოსტზე ბუბა ლომუაშვილი დაინიშნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბუბა ლომუაშვილი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, მათი ოჯახის წევრებსა და დეპარტამენტის თანამშრომლებს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში გააცნო.

უწყების ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელისთვის, რომელმაც ბავშვობაში მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად ზედა კიდურები დაკარგა, მძიმედ დაჭრილი სამხედროების მდგომარეობა და პრობლემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საგულისხმოა.

„ბუბა ლომუაშვილმა განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შვეიცარიაში, ბაზელის უნივერსიტეტში და სლოვაკეთში მატეა ბელას უნივერსიტეტში მიიღო. ბუბა ლომუაშვილი საქართველოში სხვადასხვა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და უცხოეთის რამდენიმე უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში ახალი, მშენებარე სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებელო სამუშაოებიც დაათვალიერა. დასავლური სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც წლის ბოლომდე გაიხსნება, აშშ-ის მხარდაჭერით შენდება და უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. შენობაში სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზი, ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარი, ასევე მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის მოედანი განთავსდება.

დღესვე, თავდაცვის მინისტრმა დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სროლებში მიიღო მონაწილეობა. რეაბილიტაციის ფარგლებში გამართული პროფესიული აქტივობა, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე, ვაშლიჯვარში გაიმართა. სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა მძიმედ დაჭრილ სამხედროებს ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს და მათ მიზანში სროლაში ეხმარებოდნენ. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყება დაჭრილი სამხედროების რებილიტაციისთვის მსგავსი სახის აქტივობებს მომავალშიც დაგეგმავს“, - ნათქვამია სამინისტორს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა