„ანაკლიის განვითარების სააგენტოს“ დირექტორის განცხადებით, „მერიდიანს“ ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე უარის მიზეზები განმარტებული არ აქვს

ალტერნატიულ ინვესტორზე გვაქვს ინფორმაცია, სამწუხაროდ, ამის გაჟღერებას ხელშეკრულება გვიკრძალავს. თავად ინვესტორს თუ ექნება სურვილი, შეუძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სსიპ „ანაკლიის განვითარების სააგენტოს“ დირექტორმა, დავით ჯავახაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, „მერიდიანს“ პროექტში მონაწილეობაზე უარის მიზეზები განმარტებული არ აქვს.

„გუშინ შემოვიდა წერილი, რომლის საფუძველზე კომპანიამ უარი თქვა და ამ ეტაპზე თავს იკავებს პროექტში მონაწილეობაზე, მიზეზები განმარტებული არ არის. არანაირი მიზეზი არ ჰქონდა მოცემული თავის წერილში, აქედან გამომდინარე ეს ინფორმაცია არ გვაქვს. კომპანიის მოწონება-დაწუნება არის სამართლებრივი პროცესი, რომელიც დასრულებული არ არის “, - აღნიშნა ჯავახაძემ.

მისივე თქმით, მათ „მერიდიანმა“ყველა სამართლებრივი პროცედურის შეჩერება სთხოვა.

„თუმცა, სამწუხაროდ, მიზეზი ახსნილი არ იყო. ასევე, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ინვესტორს აქვს ალტერნატიული ვარიანტები, ჩვენ ვართ კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელოთ მათთან თანამშრომლობა. პროექტს რაც შეეხება, წლის ბოლომდე გაუგრძელდა ინვესტორს ვალდებლებების შესრულების ვადა. მნიშვნელოვანი იქნება ამ პერიოდში როგორ მოახერხებს ის კაპიტალის შევსებას, ასევე სასესხო დაფინანსების მოზიდვას და ამაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული,“ - განაცხადა ჯავახაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია Meridian-მა ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა Meridian Capital NL B.V-ის წარმომადგენელმა, რომელმაც დაადასტურა, რომ Meridian Capital NL B.V-ს მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა, რისთვისაც ითხოვა საქართველოს მთავრობისგან Meridian Capital NL B.V-ის მოწონების თაობაზე ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა