ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმი სცემეს

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმი სცემეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებული ექიმი ზუგდიდის საავადმყოფოში მკურნალობს, თუმცა ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. უწყების ცნობით, დანაშაულში არასრულწლოვანია მხილებული.

ამასთან, ცნობილია, რომ ნაცემ ექიმს 42 წლის მამაკაცის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ გარდაცვლილის ახლობლები. 42 წლის თ. ზ.- ს კუჭის ოპერაცია 10 სექტემბერს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გაუკეთდა.

„სულ ჩაუტარდა ექვსი ოპერაცია, აქედან ოთხი ზუგდიდში და ორი - თბილისში. პირველი ოპერაცია იყო უსისხლო. ოპერაციის შემდეგ ჭრილობა ცუდად იყო გაკერილი. პირველი არასწორი ოპერაციის შემდეგ კიდევ ხუთი დასჭირდა. რა თქმა უნდა, ექიმის ბრალია. ორგანიზმი მოიწამლა და ამას ვერ მიხვდნენ. ოპერაცია 10 სექტემბერს გაუკეთეს, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა“, - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს