ანონსი 30 ოქტომბერი

30 ოქტომბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეინში“ პროექტის „საგანგებო სიტუაციების დროს ჯანდაცვის გამოწვევების მიმართ სამხრეთ კავკასიის ადგილობრივი თემების მდგომარეობების გაძლიერება“ ოფიციალური წარდგენა გაიმართება.

პროექტი დახმარებას გაუწევს კატასტროფების რისკის ქვეშ მყოფ რეგიონებში დაუცველ თემებს, რათა გაძლიერდნენ და გაუმკლავდნენ ჯანდაცვის გამოწვევებს საგანგებო სიტუაციების დროს.

საკონტაქტო: ანუკი ტალახაძე, 555 50 00 88

30 ოქტომბერს, 09:30 საათზე, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მეოთხე საერთაშორისო ციფრული სამიტი - Touch გაიხსნება. ორდღიანი ღონისძიების ორგანიზატორები კრეატიული ციფრული სააგენტო Onesoul და „თბილისი სტარტაპ ბიურო“ არიან. სამიტში მონაწილეობას 15-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

მის: რუსთაველის თეატრის მთავარი დარბაზი.

საკონტაქტო: 593 61 66 70

30 ოქტომბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და „თურქეთის ავიახაზების“ გენერალური მენეჯერი საქართველოში შერაფეთთინ ექიჯი.

30 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია მოწვეულ სტუმრებს საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების, მექანიზმის ამოქმედების მნიშვნელობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწვდის ინფორმაცის.

მის: თელავის ქუჩა N20

30 ოქტომბერს, 10:15 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიხსნება. ფორუმს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გახსნის. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში, ელჩი თაჯან ილდემი და სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული გლობალური ჩართულობის ცენტრის სპეციალური წარმომადგენელი ლეა გაბრიელი.

მედიის რეგისტრაცია დაიწყება 09:30 საათიდან.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი N1

30 ოქტომბერს, 10:30 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე სამინისტროს, ფინეთის საელჩოს და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივ სემინარს - „ინკლუზიური განათლება, სოციალური მეწარმეობა და დასაქმება“ გახსნის, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებები, მათი განათლებისა და დასაქმება-რეალიზაციის ყველა გამოწვევა განიხილება.

მის: უზნაძის 52 (სამინისტრო)

30 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: თავისუფლების 2

30 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის კინოდარბაზში, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების ლევან კობერიძის, ლევან გოგიჩაიშვილის და კობა ნარჩემაშვილის მოწვევით, ანაკლიის პორტის პროექტის თემაზე გაიმართება შეხვედრა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორთან ლევან ახვლედიანთან.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

საკონტაქტ: ნინო ტერუნაშვილი, 599791101

30 ოქტომბერს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული პროცესები . მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

30 ნოემბერს, 11:00 საათზე, "2020NEWS"-ის პრესკლუბში, აღმოსავლეთმცოდნე დავით კობერიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: რა საშიშროება ემუქრება საქართველოს თუ რუსეთი იდლიბის პროვინციას შეუტევს. შეიქმნება თუ არა ტერორისტების საქართველოს საზღვარზე გადმოსვლის საფრთხე?

მის: პეკინის 34

საკონტაქტო: 595523523

30 ოქტომბერს, 11:15 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან და ავსტრიის ელჩთან, არად ბენკოსთან ერთად, წყლის მდგრადი მართვის მიმართულებით, საქართველოს მიღწევებზე, ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივ ღონისძიებაზე იმსჯელებს.

მის: მარშალ გელოვანის 6.

30 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორი, რამაზ ახვლედიანი სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ.

თემა: ახალი დეტალები ლისის ტბის საქმეზე და მოსამართლე მაია ვაჩაძის ახალი გადაწყვეტილება.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 599 291202; 593 53 45 24

30 ოქტომბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

30 ოქტომბერს, 12:00 საათზე, "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე "ლაგუნა ვერესთან" განცხადებას გააკეთებს.

თემა: ბიძინა ივანიშვილის განცხადებები წყალტუბოსთან დაკავშირებით

საკონტაქტო: 551 662 525

30 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე „მედიაცენტრ მთავარში“ ინიციატივას წარადგენს.

თემა: საეკლესიო სასამართლოს შექმნის ინიციატივა - 15 მართლმადიდებლური ეკლესიიდან, საეკლესიო სასამართლო მხოლოდ საქართველოს ეკლესიას არ აქვს - რა საქმეები უნდა განიხილოს საეკლესიო სასამართლომ და საპატრიარქოს პოზიცია.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599 726 565

30 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო, ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.

30 ოქტომბერს, 12.00 საათზე, ლუდსახარშ „არგოს“ ქარხანაში ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. პირველი პირდაპირი ევროპული ინვესტიცია განხორციელდა ქართულ food and beverage სფეროში: Royal Swinkels Family Brewers-მა ლუდსახარში “არგოს” 40% შეისყიდა, რითაც ლუდის წარმოების ქართულ ბაზარზე თავისი წილი 15%-მდე გაზარდა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე და ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრებიან.

30 ოქტომბერს, 12:00 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: აზარტული თამაშების სტატისტიკა; სუიციდის სტატისტიკა; წარდგენილი კანონპროექტი

მის: ი. მოსაშვილის N 24, მე-5 სართ.

30 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

პლენარული სხდომის შესვენების დროს გაიმართება: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა (კომიტეტის სათათბირო ოთახი N515, C კორპუსი, V სართული); აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა (პირველი რესპუბლიკის დარბაზი, C კორპუსი, III სართული); პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა (კომიტეტის სათათბირო ოთახი N238, C კორპუსი, II სართული)

30 ოქტომბერს, 12:00 საათზე, გორში, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედიკო მარგოშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს შეაგროვებენ.

მის: გორი, ჭავჭავაძის გამზირი, იუსტიციის სახლის მიმდებარედ

საკონტაქტო: 591051601 თეონა ჭალიძე

30 ოქტომბერს, 12:00 საათზე, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და BENEXT Art & Fashion Foundation-ს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე და BENEXT-ის დამფუძნებელი სოფო ჭყონია.

მის: სასტუმრო „სტამბა“

საკონტაქტო : 577 211 300 სალომე ბენიძე; 577 11 04 20 ეკა სარია

30 ოქტომბერს, 12.00 საათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში ირმა ნადირაშვილის და ოთარ კახიძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა პრეზიდენტის ზურაბიშვილის შეწყალებებზე. საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

30 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძისა და მისი მოადგილის, რატი იონათამიშვილის შშმ პირთა დღის ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

ოთახი N623

30 ოქტომბერს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ცაციაშვილი ბრიფინგს გამართავს.

მის: ორთაჭალა, გულუას ქ. #10

30 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვარკეთილში, მე-9 სართულიდან გადავარდნილი 16 წლის ბიჭის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დაკავებულ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

30 ოქტომბერს, 15:00 საათზე, "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე და სტრატეგია "აღმაშენებლის" იდეის ავტორი, გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა - კახა კალაძის განცხადებები მთავრობის სხდომაზე.

მის ზ. ავალიშვილის 8 (პირველი სართული)

საკონტაქტო -551662525.

30 ოქტომბერს, 15:30 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

30 ოქტომბერს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ ვლადიმერ ბუკოვსკისთან გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართება.

საკონტაქტო: თამარ მეტონიძე 577 53 52 32

30 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ცნობილი ქართველი ბარიტონის ლადო ათანელის საღამო - „30 წელი მსოფლიო საოპერო სცენებზე“ გაიმართება.

საღამოში მონაწილეობას ნინო სურგულაძე, მარიკა მაჩიტიძე, ხათუნა ჭოხონელიძე, შალვა მუქერია, არმაზ დარაშვილი, გოჩა დათუსანი, ირინა შერაზადიშვილი, ფილიპე ღაჭავა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი, ორკესტრი და დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი მიიღებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა