მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით გორში ხელმოწერებს აგროვებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით გორში ხელმოწერებს აგროვებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით გორში ხელმოწერებს აგროვებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედიკო მარგოშვილი გორის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან და ადგილობრივ მცხოვრებლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

“გორელები საკმაოდ აქტიურობენ, დიდი ხანი არ არის, რაც ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ და უკვე 200-მდე ადამიანმა გამოხატა მხარდაჭერა საკუთარი ხელმოწერით. გორი მეხუთე ქალაქია, სადაც ხელმოწერებს ვაგროვებთ. ჩავალთ საქართველოს ყველა ქალაქში და ამ ხელმოწერებით კიდევ ერთხელ მივმართავთ პარლამენტს, რომ შექმნან დროებითი საგამოძიებო კომისია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარდამჭერებთან ერთად აქციებს დავიწყებთ და პროტესტის უკიდურეს ზომებს მივმართავთ”, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.