სოფელ ქობულეთში ავარიისას დაშავებული 4 ახალგაზრდიდან ორის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

სოფელ ქობულეთში ავარიის შედეგად დაშავებული 4 ახალგაზრდიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ისინი ქუთაისში "ევექსის" კლინიკაში არიან მოთავსებული,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
„ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ისინი ქუთაისში „ევექსის“ კლინიკაში გადიან მკურნალობას. რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, ერთი ბათუმში, რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოვიყვანეთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ოპერაციული ჩარევა დასჭირდა. რაც შეეხება მეოთხე დაშავებულს, იგი ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა და ოთხი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქ ავტომობლში მსხდომი სკოლის მოსწავლეები ხეს შეეჯახნენ.

























