აბაშის მერი 9 თვეში გაწეული მუშაობის  შესახებ ანგარიშით წარსდგა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მოსახლეობის წინაშე 2019 წლის 9 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით წარსდგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პრეზენტაცია საჯაროდ, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის განახლებულ პარკში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: ოთარ დანელია და ლევან მგალობლიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა კვიტაშვილი, საკრებულოს წევრები, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები.

ლევან მაკალათიამ მოსახლეობას განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ მუნიციპალურ პროგრამებზე, ასევე ახალგაზრდების, სპორტისა და კულტურის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე, ხაზი გაუსვა იულიხის კვლევით ცენტრსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას შორის დადებული მემორანდუმის მნიშვნელობას.

გამოსვლის დასასრულს, მერმა მოსახლეობას აბაშის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები გააცნო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო