გიორგი ვოლსკი ამბროლაურის მერის მიერ „პორშეს” მოგების საკითხზე - არაკორექტულია სახელმწიფო ჩინოვნიკის მხრიდან აზარტულ თამაშებში ჩართულობა

არაკორექტულია სახელმწიფო ჩინოვნიკის მხრიდან აზარტულ თამაშებში ჩართულობა, - ასე აფასებს უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ამბროლაურის მერის მიერ ავტომობილ “პორშეს” მოგების საკითხს. ვოლსკის თქმით, აღნიშნულში “უხერხულობაზე მეტს ხედავს” .

„შეუფერებელია სახელმწიფო სტრუქტურაში ხელმძღვანელ პოსტზე დასაქმებული ადამიანის აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, მითუმეტეს, არჩეულის. ქალაქის მერი დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებებში, იგი არჩეულია, მას ამბროლაურის მოსახლეობა ენდობა, მაგრამ სწორედ ამ მოსახლეობასთან უნდა იყოს მაქსიმალურად კორექტული. ვფიქრობ, რომ არაკორექტულიც არის სახელმწიფო ჩინოვნიკის მხრიდან აზარტულ თამაშებში ჩართულობა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა