თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სათამაშოების მაღაზია იწვის

თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სათამაშოების მაღაზია იწვის. ამ დროის მონაცემებით, დამწვარია სარდაფში არსებული ავეჯი და საბავშვო ტექნიკა.
სახანძრო-სამაშველი ჯგუფები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.
რა გახდა აალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

























