ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ საზოგადოებას საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ საზოგადოებას საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ საზოგადოებას 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნიიდან აცნობეს. მანვე 2019 წელს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

„ბოლო წლებში ქვეყანაში და კონკრეტულად ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, სასიკეთო ცვლილებები თითქმის ყველა სფეროს შეეხო. ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს დეცენტრალიზაციის პროცესი წარმოადგენს, რომელიც რეგიონებში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების ადგილზე გადაჭრას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმევა. იზრდება მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსიც, რაც საშუალებას გვაძლევს მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული არა ერთი პროექტი და პროგრამა განვახორციელოთ. ყველა პრობლემის ერთად მოგვარება ძალიან რთულია, თუმცა ეტაპობრივად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი განვითარდეს და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს",- განაცხადა, ზვიად მხეიძემ.