სალომე სამადაშვილი - აშშ-ის ახალმა ელჩმა ღიად განაცხადა, რომ ნატო-სა და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის მომავალი სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებზე გადის

ამერიკის ახალი ელჩის შეფასებებში მთავარი პრიორიტეტი, რაც მას ექნება, ნათლად გამოიკვეთა - ეს სწორედ შემდეგი არჩევნებია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილი კელი დაგნანის განცხადებას. სამადაშვილის თქმით, კელი დაგნანის განცხადებიდან ჩანს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ამერიკელ პარტნიორებში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.

„მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩატარდეს. დაგნანმა ღიად განაცხადა, რომ ნატო-სა და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის მომავალი სწორედ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებზე გადის. ეს იყო პირდაპირ მინიშნება, რომ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების გარეშე მომავალი ევროკავშირსა და ნატო-ში არ გვაქვს,” - განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა