რუსთავში, ე.წ კუზიანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველ სასაფლაოზე ხანძარია

რუსთავში, ე.წ კუზიანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველ სასაფლაოზე ხანძარია

რუსთავში, ე.წ კუზიანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველ სასაფლაოზე ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია რუსთავის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

ცეცხლი მინდორზე და საფლავებზეა გავრცელებული. ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული კერების ლიკვიდაცია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.