გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

31 ოქტომბერს, 10:10-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხათწყარო, მსხალდიდი, ნაფეტვრები, ლისი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს -მცხეთის რაიონის სოფლებში, ციხისძირი, მუხრანი, ქსანი, აღაიანი და მიმდებად. რაც შეეხებაა დუშეთის რაიონს და მის სოფლებს, 11:00-დან 18:00 საათამდე სოფლებში ჭილურტი, ებნისი, ბურღულები, ქედელობა და მიმდებარე ტერიტორიებში ასევე შეეზღუდებათ ელექტრო-ენერგია. 14:00-დან 18:00 საათამდე კი დუშეთის და ყაზბეგის რაიონის აბონენტებს სტეფანწმინდაში, სიონში, გორისციხეში, კობში, ვარდისუბანში და მიმდებარედ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.