ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად დაშავებული სამი ახალგაზრდიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდის მუნიციპლიტეტის სოფელ ჩხორიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავებულია სამი ახალგაზრდა. ადგილობრივების ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებული სამი ახალგაზრდიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია და იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათივე ინფორმაციით, ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები სკოლის მოსწავლეები არიან.
იხილეთ ვიდეო: კადრები ზუგდიდიდან, სადაც ავარიის შედეგად 3 ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა

























