გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მეუფე პეტრეს გადაყენება შესაძლოა, მხოლოდ ერთადერთი მიზნით, მეუფე იაკობის განცხადებების გადაფარვისთვის მოხდა

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, მეუფე პეტრეს გადაყენება შესაძლოა, მხოლოდ ერთადერთი მიზნით, მეუფე იაკობის განცხადებების გადაფარვისთვის მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ხუხაშვილი აცხადებს, როგორც ჩანს, ეკლესიისთვის ამ კვირაში აქტუალური საკითხების განხილვა კომფორტული არ იყო, ამიტომ საქმე სხვა მიმართულებით წაიყვანეს.

„ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო, რომ ასე დრამატულად განვითარდებოდა მოვლენები. მე იმედი მქონდა, რომ ეკლესია მოახერხებდა ამ კრიზისის შიგნით გადალახვას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, ვითარება იმაზე მძიმეა, ვიდრე ვფიქრობდი. მაგრამ, გარდა ამისა, ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ სულ სხვა საკითხზე იქნებოდა მსჯელობა, რასაც ჰქვია ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთდამოკიდებულების საკითხები, რაც იყო აქტუალური ამ კვირაში. ზუსტად იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ეკლესიისთის ამ საკითხზე საუბარი მაინცდამაინც კომფორტული არ იყო, მოხდა გადაფარვა სხვა მიმართულებით, რაც მოულოდნელი იყო“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მეუფე პეტრეს დღევანდელი განცხადების მიზეზი, ხუხაშვილი დეტალებზე ვერ საუბრობს.

„ვფიქრობ, რომ ამ საკითხის აქტუალიზაცია მოხდა ერთადერთი მიზნით, რომ არ ელაპარაკათ იმაზე, რაც იყო აქტუალური ამ კვირაში. მოხდა გადაფარვა ძველი პრობლემის გაცოცხლებით. ამ კვირაში მთავარი ინტერესი იყო მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებები და ამ მთავარი სკანდალის გადაფარვის მიზნით სხვა მიმართულებით წაიყვანეს ყველაფერი, რასაც მეუფე პეტრეს საკმაოდ მძიმე განცხადება მოჰყვა. საპატრიარქომ თავისი ამოცანა შეასრულა, მაგრამ სამაგიეროდ, სხვა მიმართულებით მიიღო ძალიან სერიოზული დარტყმა, გრძელვადიანი მძიმე შედეგებით. ახლა მე დეტალებში არ შევალ, რადგან ძალიან მძიმე თემებია“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა