დაჭრილი სამხედროები აშშ-ში საზღვაო ქვეითთა მარათონში ასპარეზობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ

დაჭრილი სამხედროები აშშ-ში საზღვაო ქვეითთა მარათონში ასპარეზობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტორდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედროებს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ახლად დანიშნული უფროსი ბუბა ლომუაშვილი დახვდა, აშშ-ის საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ მარათონში წარმატებით ასპარეზობა მიულოცა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ქართველი სამხედროები საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ მარათონში Allied Forces Foundation-ის პრეზიდენტის, სტიუარტ ტეილორის მიერ იყვნენ მიწვეულები. ვაშინგტონში, არლინგტონის ომის მემორიალის ტერიტორიაზე გამართულ მარათონში ფინიშის ხაზი ქართველი მონაწილეებიდან პირველმა უმცროსმა სერჟანტმა ალექსანდრე შამუგიამ გადაკვეთა. 42-კილომეტრიანი დისტანცია მან 3 საათსა და 26 წუთში დაფარა. კაპრალმა ლევან წერეთელმა კი, 42 კილომეტრის გარბენა 4 საათსა და 37 წუთში შეძლო.

„მარათონში ქართველი სამხედროები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, ავსტრალიის, პოლონეთის, კანადის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ. ქართველი სამხედროები საზღვაო ქვეითთა მარათონში 2015 წლიდან ასპარეზობენ. მსგავსი ტიპის სპორტული ღონისძიებები მათი რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროცესს უწყობს ხელს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა