გიორგი მარგველაშვილი - მეუფეების განცხადებების ანალიზს არ ვაპირებ, ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ - ასეთი  განცხადებები არ კეთდება ზურგისა და ამ ზურგის ინტერესების გარეშე

მეუფეების განცხადებების, შენიშვნების ანალიზს არ ვაპირებ, მე ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ - როცა ასეთი ტიპის განცხადებები კეთდება, ისინი არც ერთ შემთხვევაში არ კეთდება გულწრფელი გაბრაზებით ან აღშფოთებით. არ ხდება ხოლმე ასეთი ტიპის განცხადებების კეთება ზურგისა და ამ ზურგის ინტერესების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, თუ ვის გულისხმობდა „ზურგში“, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ იცის. მისივე თქმით, პატრიარქი მხნედ არის.

„მე დავინახე ის თვალები. რომელიც ბოლო 40 წელია მახსოვს ნათელი ადამიანის, რომელსაც ნათელი ხედვა აქვს ხვალინდელი დღის და მტკიცედ დგას შეთითხნილი, მარტივი ინტრიგების ზემოთ. მე დავინახე პატრიარქი, რომელიც ვერ გატეხა ვერც კაგებემ და ვერც სხვა სპეცსამსახურებმა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა