ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო კაპელანებს შეხვდა

თელავში, მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოძღვრების ყოველწლიურ შეკრებას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე კაპელანებმა მინისტრს საკუთარი საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და მათ ჯარისკაცებზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრმა, სამხედრო კაპელანებთან ერთად, ბრიგადის ტერიტორიაზე ექვსი ათას მოწამე გარეჯელ ბერთა სახელობის ეკლესიის მშენებლობა დაათვალიერა.

თავდაცვის ძალებში 35 სამხედრო მოძღვარი მსახურობს. მათგან ერთი, როტაციის წესით ქართულ სამხედრო კონტიგენტთან ერთად ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება. სამხედრო კაპელანების ძირითადი ფუნქცია პირადი შემადგენლობის მორალურ-ზნეობრივი სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნვაა.

მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე, სამხედრო მოძღვრების შეკრებას თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ,”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა