მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე - მაგისტრატურაზე სწავლა შეეძლებათ

მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე - მაგისტრატურაზე სწავლა შეეძლებათ. პარლამენტმა მესამე მოსმენით (88 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი) მხარი დაუჭირა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.

დღეს მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი არ მოიცავს მსჯავრდებულთათვის მაგისტრატურაზე სწავლის უფლებას.

შესაბამისად, ცვლილება შედის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ11“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების წესსა და პირობებს.

გარდა ამისა, კანონს ემატება გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვითაც იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს სამაგისტრო გამოცდები და აღნიშნული საკანონმდებლო ბარიერის გამო ვერ მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება, შესაძლებლობა აქვთ 2019-2020 სასწავლო წელს ჩაირიცხონ უმაღლეს სასწავლებლებში მაგისტრატურაზე განათლების მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 15 ოქტომბერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში შევიდა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, რომელმაც წარმატებით ჩააბარა მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდები, აღნიშნული საკანონმდებლო ბარიერის გამო ვერ იწყებს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პროცესს. სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომზადდა კანონპროექტი.

აქედან გამომდინარე, პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა, რათა მსჯავრდებულებმა, რომელთაც ჩაბარებული აქვთ სამაგისტრო გამოცდები, დროულად შეძლონ სასწავლო პროცესში ჩართვა 2019-2020 სასწავლო წლიდან.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, თამარ ხულორდავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა