ქარბუქის გამო, გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა

ხულო-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე, კერძოდ, გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ქარბუქის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო,- ამის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე მძიმე ტექნიკამ გზა დროულად გაწმინდა და ადიგენი-ახალციხის მიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი.
ხულოში ამ დროისთვის თოვს.

























