მუხროვანის ბაზაზე ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება

ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილი ნატოს სტანდარტების საყაზარმე სისტემით მოეწყობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ახალი ყაზარმების გარდა, ტერიტორიაზე სპორტული დარბაზები და საცურაო აუზი განთავსდება. მუხროვანის ბაზას ყველაზე დიდი სასროლეთიც ექნება.

თავდაცვის მინისტრი საპროექტო-სამშენებლო ლოკაციებს ადგილზე გაეცნო. კაპიტალური მშენებლობებია დაგეგმილი პალდოს საწვრთნელ ბაზაზეც.

ირაკლი ღარიბაშვილმა მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს გააცნო ის სიახლეები, რისი განხორციელებაც თავდაცვის ძალებში უკვე დაიწყო; სამხედრო უნიფორმის, კვებისა და სრული ეკიპირების განახლება, ყველა ყაზარმის კაპიტალურად გარემონტება, სასადილოებისა და სველი წერტილების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, სამხედრო ბაზების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა და კომუნიკაციების გამართვა - ეს არის არასრული ჩამონათვალი გეგმიდან, რომელსაც თავდაცვის მინისტრის ხედვა გულისხმობს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს