ქედაში, სოფელ ხარაულაში მეწყერმა ორ ოჯახს საფრთხე შეუქმნა

ქედაში, სოფელ ხარაულაში მეწყერის გამო, ერთი ოჯახის სხვა ადგილას გადაყვანა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა. ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ხარაულაში მცხოვრებ ორ ოჯახს მეწყერმა საფრთხე შეუქმნა, თუმცა გასახლებას ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ოჯახი საჭიროებს.
რაც შეეხება მეორე ოჯახს, ლევან გორგილაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მათი გასახლებაც უსაფრთხო ადგილზე მოხდება.

























