ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოწვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოწვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში გორგილაძეების საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოწვა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ უხვი ნალექის გამო, მეწყერმა სახლს საფრთხე შეუქმნა.

გორგილაძეები დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ თავს მეზობლებს აფარებენ. შემთხვევის ადგილზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე იმყოფებოდა. როგორც მან განაცხადა, დამეწყრილ ტერიტორიას გეოლოგები შეისწავლიან.

"ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია. მეწყრული პროცესი რამდენიმე ადგილას განვითარდა, მათ შორის სოფელ ზედა აჭყვაში საავტომობილო გზაზე, ადგილზე უკვე მუშაობს ტექნიკა. ქობულეთს ელექტროენერგია და გაზი შეუფერხებლად მიეწოდება", - განაცხადა ქათამაძემ.