წყალტუბოში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

წყალტუბოში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

წყალტუბოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეითად მოსიარულე ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.