"ქართული დასის" წარმომადგენლები აზარტული თამაშების აკრძალვის მოთხოვნით "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" აქციას მართავენ

მოძრაობა "ქართული დასის" წარმომადგენლები აზარტული თამაშების აკრძალვის მოთხოვნით "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" აქციას მართავენ. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ ჯონდი ბაღათურიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების კონსოლიდაციაა საჭირო. მისივე თქმით, "ქართული დასი" პარლამენტში აზარტული თამაშების აკრძალვის ინიციატივით შედის.

"აზარტულმა თამაშებმა წალეკა საქართველო. ზოგადად, რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო ადვილად ეფლობა ამ მძიმე სენის ჭაობში. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ოჯახის ტრაგედია. ბოლო სამი თვის განმავლობაში 17-მა ადამიანმა მოიკლა თავი აზარტული თამაშების გამო. ზოგადად, ეს თამაშები ყოველთვის არის გადაჯაჭული კრიმინალთან, ფულის გათეთრებასთან, გამომძალველობასთან და ა.შ. ამიტომ, თუ დღეს საზოგადოების კონსოლიდაცია არ მოხერხდა, გაგვიჭირდება ამასთან ბრძოლა. დიდი რაოდენობის შავი ფული დგას ამ ყველაფრის უკან და ამას მფარველობენ მთავრობის და პარლამენტის წევრები. პირველ რიგში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ "პირველი არხის" ჟურნალისტებისა და კოლექტივის გმირულ გადაწყვეტილებას, რომ უარი თქვეს იმ შემოსავლებზე, რომელიც სათამაშო ბიზნესის რეკლამირებიდან უნდა შემოვიდეს. ჩვენ მოვითხოვთ მთლიანად აზარტული თამაშების აკრძალვას. შევდივართ პარლამენტში ამ ინიციატივით. დღევანდელი ჩვენი შეკრება არის ამ გადაწყვეტილების სოლიდარობის და საზოგადოების კონსოლიდაციისკენ მიმართული", - განაცხადა ბაღათურიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა