ირაკლი აბუსერიძე - ღია და გამჭვირვალე მმართველობის პოპულარიზაცია ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ირაკლი აბუსერიძე საკრებულოს წევრის, ისნის რაიონის დეპუტატის, ლევან დავითაშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

„ქართული ოცნების“ პრესსამსაცურის ინფორამციით, ირაკლი აბუსერიძემ ღია მმართველობასა და თვითმმართველობის განვითარებაში საზოგადოების როლზე ისაუბრა.

„დღეს დავესწარით საკრებულოს წევრის, ისნის რაიონის დეპუტატის, ლევან დავითაშვილის წლიური ანგარიშის მოსმენას. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, დაისვა კითხვები და მოსახლეობამ ადგილობრივ დონეზე განხორციელებული პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები.

ამომრჩევლების წინაშე ანგარიშვალდებულება მაჟორიტარის უპირობო მოვალეობაა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები კი ხელს უწყობს ქვეყანაში ღია და გამჭვირვალე მმართველობის განვითარებას, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის გამარტივებულ ურთიერთობასა და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი, ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, საკრებულოს დეპუტატები: გიორგი დოხტურიშვილი, ალექსანდრე ხუჯაძე, მიხეილ ამაშუკელი და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე. დამსწრე საზოგადოების მხრიდან დაინტერესება სოციალურ პოლიტიკასა და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის საკითხებს ეხებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა