ჰონგ-კონგში სავაჭრო ცენტრ CityPlaza-ში უცნობმა პირმა 4 მოქალაქე დანით დაჭრა

ჰონგ-კონგში სავაჭრო ცენტრ CityPlaza-ში უცნობმა პირმა 4 მოქალაქე დანით დაჭრა. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. აღნიშნული სავაჭრო ცენტრი საპროტესტო აქციების დროს ჰონგ-კონგელთა თავშეყრის ერთ-ერთ მთავარ ადგილს წარმოადგენს. თავდასხმის შემდეგ დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

პარალელურად კი, ჰონგ-კონგში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციები კვლავ არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრანტები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეიკრიბნენ და გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ მათი დაშლა ცრემლსადენგი გაზისა და წლის ჭავლის გამოყენებით სცადა. დემონსტრანტების ნაწილმა სამართალდამცველების მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობები ისროლა. დაპირისპირების დროს 17 ადამიანი დაშავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის მთავრობამ პატიმართა ექსტრადირების კანონი უკან 23 ოქტომბერს გაიწვია, მოსახლეობა აქციების გამართვას მაინც აგრძელებს. საპროტესტო აქციები მარტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა პეკინმა ჰონგ-კონგიდან ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე პატიმართა ექსტრადირების შესახებ კანონის მიღება გადაწყვიტა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა