რუსთავში ორგანიზაცია „გავიგუდეთ“ საპროტესტო აქციას მართავს

სამოქალაქო ორგანიზაცია „გავიგუდეთ“ აქტივისტების ორგანიზებით, რუსთავში, მერიასთან, თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია „ტექნოგენური თაობის დასასრული“ მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელ საპროტესტო შეკრებას მშვიდობიანი მანიფესტაციის ფორმა აქვს და არანაირი კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან და პოლიტიკოსებთან.

„ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, საწარმოები სისტემატურად აბინძურებენ მავნე გამონაბოლქვით გარემოს, ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დავიცვათ შვილები და მომავალი თაობა. სწორედ ამიტომ დაერქვა აქციას - "ტექნოგენური თაობის დასასრული“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

ორგანიზაცია ,,გავიგუდეს" წევრებმა აქციაზე ხელმოწერები შეაგროვეს, რომელსაც პეტიციას დაურთავენ. აღნიშნული პეტიციით, ისინი შესაბამის ორგანოებს მოუწოდებენ, ქმედითი ნაბიჯები გადადგან, ვინაიდან რუსთავში გარემოს დაბინძურების კუთხით, მართლაც კატასტროფული მდგომარეობაა. აქციის მონაწილეებმა რუსთავში მოქმედი საწარმოების ხელმძღვანელებს 5-დღიანი ვადა მისცეს. როგორც ორგანიზაცია ,,გავიგუდეთ" წევრები აცხადებენ, თუ არ შეწყდება ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა, ისინი ყველგან მივლენ, სადაც ქარხნების მენეჯმენტის წარმომადგენლები იქნებიან და პროტესტის უფრო უკიდურეს ფორმებს მიმართავენ.

აქციაზე შეკრებილებს , სამოქალაქო აქტივისტებმა მოუწოდეს, დარეკონ გარემოს დაცვის ცხელ ხაზზე 153 და დააფიქსირონ საკუთარი პროტესტი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა