ირანის უზენაესი ლიდერი - ამერიკის პოლიტიკური ინფილტრაციის დაბლოკვის ერთადერთი გზა მასთან მოლაპარაკებების აკრძალვაა

ამერიკის პოლიტიკური ინფილტრაციის დაბლოკვის ერთადერთი გზა მასთან მოლაპარაკებების აკრძალვაა. ეს იმას მიშნავს, რომ ირანი ამერიკის ზეწოლას არ დაემორჩილება, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, ვინც ფიქრობს, რომ მტერთან მოლაპარაკებების გამართვა პრობლემებს გადაჭრის, ცდება.

„100 პროცენტით ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ რომ მტერთან მოლაპარაკებების გამართვა პრობლემებს გადაჭრის,“ - განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა და დასძინა, რომ აშშ არ იცვლება და ათეულობით წელია, აგრესიას ახორციელებს.

„შეერთებული შტატები ათეულობით წელია არ შეცვლილა, ის აგრესიას, მანკიერი ქმედებებისა და საერთაშორისო დიქტატურის განხორციელებას აგრძელებს,“- განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ირანის უზენაესმა ლიდერმა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მისი მცდელობა, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს შეუწყოს ხელი, გულუბრყვილობის, ან აშშ-სთან თანამონაწილეობის შედეგია.

”საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელიც აცხადებს, რომ თეირანსა და ამერიკას შორის არსებულ ყველა პრობლემას შეხვედრა დაასრულებს, ან გულუბრყვილოა, ან ამერიკის თანამონაწილეა,“- განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: ირანი ამერიკის ზეწოლას არ დაემორჩილება - აიათოლა ალი ხამენეი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა