ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში, ეპარქიის გადაბარებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრები შეიკრიბნენ

ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში, ეპარქიის გადაბარებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრები შეიკრიბნენ. როგორც კომისიის ერთ-ერთი წევრი მამა ანდრია სარია, რომელმაც პროტესტის ნიშნად ინჩხურის ტაძრის წინამძღოლობა დატოვა, ამბობს, რომ ქონების აღწერა მარტვილის რეზიდენციიდან და ტაძრიდან დაიწყება.

„რაც შეეხება კომპეტენციას, მე ერთი ვიცი ნუგზარ სამხარაძე, რომელიც არის ეკონომისტი. ჩვენც ვართ ამ კომისიაში, რადგან ჩვენ უნდა გადავაბაროთ ქონება. დეტალურად მოხდება აღწერა. როდესაც აქ მეუფე პეტრე მოვიდა, მისი ინიციატივა იყო, რომ ყველაფერი გადაფორებულიყო ეპარქიის სახელზე, რომ ეს არის ეკლესიის ქონება და არა მისი პირადი. ჩვენ ამას ყოველთვის აღვნიშნავთ. რაც ჩემი ნივთი იყო, ეს არის წიგნები, რაც მოვაგროვე სტუდენტობის დროს. დანარჩენი, რაც ოდესმე უჩუქნიათ ჩემთვის, არის ეკლესიის ქონება და ეკლესიას დარჩება", - ამბობს ინჩხურის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი მამა ანდრია სარია.

კომისია ცხრა წევრისგან შედგება. მათ შორის არიან სასულიერო და საერო პირები. კომისიას სვეტიცხოვლის წინამძღვარი მეუფე სერაფიმე ჭედია ხელმძღვანელობს. კომისიის წევრები ვარაუდობენ, რომ მარტვილსა და აბაშაში შემავალი ტაძრების აღწერას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.

ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე პეტრე დღეს დატოვებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა