ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა მოეწყობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა მოეწყობა.

უწყების ცნობით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ვაკიჯვარის, ბახვისა და ცხემლისხიდის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო.

შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“ -ის დირექტორმა, ედნარ ჩიტაძემ.

„დღეის მდგომარეობით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აღნიშნულ სოფლებში არ ოპერირებებს. დასახლებებში არსებული წყლის სისტემა მოძველებული და ამორტიზებულია, მოსახლეობის უმრავლესობა ჭის წყალს მოიხმარს, რომელიც ზაფხულში შრება და ადგილობრივებს წყლის მოსატანად დიდი მანძილის გავლა უწევთ. სამუშაოების დასრულების შემდეგ სამი სოფლის 7 000-მდე მცხოვრებელს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობას, შეიცვლება სათავიდან რეზერვუარამდე მიმავალი მილი და სრულად განახლდება შიდა ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალშემკრებ ავზებს, გამრიცხველიანდება მოსახლეობა, მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგები. პროექტის ღირებულება 7,444,800.00 ლარია. სამუშაოები 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება”, -აცხადებენ სამინისტროში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო