შსს-მ ახალქალაქში სამლოცველოს დარბევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოსთან მდებარე სამლოცველო დაარბიეს. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია ხატები და საეკლესიო ნივთები.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დევნას ჩადენილი ძალადობით, ან ძალადობის მუქარით.

























