სოფო კილაძე მეუფე იაკობის განცხადებებზე - კაცმა შენდობა ითხოვა ამასთან დაკავშირებით - ყველა აბსურდულ ბრალდებაზე პროკურატურამ გამოძიება რომ დაიწყოს, უწყების პარალიზება მოხდება

კაცმა შენდობა ითხოვა ამასთან დაკავშირებით. ყველა აბსურდულ ბრალდებაზე რომ დაიწყოს პროკურატურამ გამოძიება,პროკურატურის პარალიზება მოხდება,- ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ჟურნალისტების კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა პროკურატურამ გამოძიება მეუფე იაკობის განცხადებებზე.

როგორც სოფო კილაძე ამბობს, აბსურდული ბრალდებების წამოყენების საშუალებას სიტყვის თავისუფლება იძლევა.

მანვე ისაუბრა „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნის თაობაზე და აღნიშნა, რომ ყველა ბრალდებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტის პარალიზებას გამოიწვევს.

„რა ახალი სახელიც არ უნდა დაირქვან „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოებებმა, ძველებმა და ახლებმა, ისინი ფაქტობრივად გვთავაზობენ საქართველოს პარლამენტის გადაქცევას პროკურატურად. ეს არის პირდაპირი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან და გასაგებია მათი ინტერესი, რომ ყველანაირად ცდილობენ არიონ ამ ქვეყანაში სიტუაცია. როცა ჩავთვალეთ საჭიროდ და იყო კითხვის ნიშნები, შევქმენით საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩის საქმეზე. ყველა კვირაში ახალ საგამოძიებო კომისიას, რასაც გვთავაზობს „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი და ახალი განშტოებები, ვერ შევქმნით, რადგან ეს არის არასერიოზული. მაშინ პარლამენტის პარალიზება უნდა მოვახდინოთ და ვთქვათ, რომ საქართველოს პარლამენტი არის პროკურატურა და ასრულებს პროკურატურის ფუნქციებს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს