სამოგზაურო დაჯავშნის პორტალზე Expedia.com აჭარის ტურისტული პოტენციალის ამსახველი სპეციალური გვერდი შეიქმნება

სამოგზაურო დაჯავშნის პორტალზე Expedia.com აჭარის რეკლამა იწყება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას პორტალზე, რომელსაც ყოველთვიურად 675 მილიონი ვიზიტორი ჰყავს ბრიტანეთსა და გერმანიაში გეგმავს.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, ბათუმში დასვენების მოწოდებითა და საიმიჯო ფოტოთი დაიბრენდება ავიაკომპანია WIZZ AIR-ის ჩასხდომის ბარათები, რომელსაც მგზავრები გერმანიისა და უკრაინის მიმართულებებზე გაეცნობიან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის პოპულარიზაცია მოვახდინოთ უშუალოდ სამოგზაურო პლატფორმებზე. სწორედ, ამიტომ შემოდგომა-ზამთრის კამპანიისთვის ავირჩიეთ ისეთი მასშტაბური პლატფორმა, როგორიცაა ექსპედია, სადაც მოხდება ჩვენი რეგიონის, როგორც საინტერესო და ახალი ტურისტული მიმართულების რეკლამირება. Expedia.com-ზე შეიქმნება აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და პოტენციალის ამსახველი სპეციალური გვერდი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენის ქვეყნისა და რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენას მსოფლიო მასშტაბით. გარდა ამისა, წელს უკვე მეორედ, რეკლამა ვიწყებთ ავიაკომპანია WIZZ AIR-ის მგზავრებისთვის და მოვუწოდებთ მათ შემდეგი არდადეგები ევროპის, სწრაფად მზარდ ტურისტულ ქალაქში - ბათუმში გაატარონ“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

ამ ეტაპზე, აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და შესაძლებლობების პოპულარიზაცია ესტონეთში, ლატვიაში, პოლონეთსა და ბელარუსში მიმდინარეობს, თუმცა გარე, ონლაინ და სატელევიზიო რეკლამების მეშვეობით რეგიონის პოზიციონირება 16 სამიზნე ქვეყანაში გაზაფხულზე დაიწყო. მათ შორის წელს პირველად, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს BBC-ის, Deutsche Welle-სა და ევრონიუსთან ერთად National Geographic-ისა და Travel Channel-ის მილიონობით მაყურებელი გაეცნო.

ამირან სალუქვაძე - რაც ახლა ხდება, ეს არა პოლიტიკური კრიზისი, არამედ პოლიტიკურ ოპონენტთა შორის თანაცხოვრების კრიზისია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.11.2019
მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
თეგეტა მოტორსის სპეციალური შეთავაზება ზამთრის საბურავებზე
სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბურმა აქცია დაიწყო!
სპეციალური პირობები სამშენებლო კომპანიებისთვის SAP Business One-ის დანერგვაზე BDO-სგან
26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - საბვეიში განახლებული მენიუა (R)