გვანცა ყუფარაძე - მივმართავ მოსამართლე თამარ ალანიას - დავსხდეთ პირდაპირ ეთერში და ვისაუბროთ

მივმართავ მოსამართლე თამარ ალანიას - დავსხდეთ პირდაპირ ეთერში და ვისაუბროთ, - ამის შესახებ ყოფილი მსჯავრდებული, გვანცა ყუფარაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

ყუფარაძის თქმით, მისი ბრალდების საქმეზე ერთ-ერთი მოსამართლე თამარ ალანია იყო, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს „უსამართლო გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა“.

„ბოლო წლებია ვერიდები მედიასთან ამ საკითხებზე საუბარს, იმიტომ, რომ მგონია, დაინტერესებული პირისთვის იოლია ინფორმაციის მიღებაც და დასკვნის გამოტანაც. მას შემდეგ, რაც ქალბატონმა ალანიამ ღია ეთერებში დაიწყო სიარული, ჩემს თავს მივეცი უფლება და თქვენი გაზეთის მეშვეობითაც მივმართავ - დავსხდეთ ნებისმიერი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, ვისაუბროთ რაციონალურად და გავიაროთ ეს საქმე.

ალანია ხშირად აპელირებს იმით, რომ რაღაც აქვს სათქმელი და თავს იკავებს, თითქოს მინდობს. თუ ვინმეს რაიმე აქვს სათქმელი, უნდა თქვას. ჩემი აზრით, ქალბატონ თამარს ნამდვილად არ ეყოფა ფანტაზია, იმაზე დიდი სიბინძურე გაჟღერდეს, რაც აქამდე თქმულა. ის ვერაფერს იტყვის ისეთს, რითაც იმაზე მეტად დამაზიანებს, ვიდრე ამ წლების განმავლობაში დამაზიანეს. მე არაფერი მაქვს დასამალი, ალანიას კი ვეტყოდი, რომ ჩემზე ზრუნვა ცოტათი დაგვიანებულია“, - განაცხადა გვანცა ყუფარაძემ.

ამასთან, როგორც გვანცა ყუფარაძე მიიჩნევს, მის საქმეზე დავა სტრასბურგის სასამართლოში იმიტომ წააგო, რომ ამაში სავარაუდოდ, მოსამართლე თამარ ალანია იყო ჩარეული.

„ეს საქმე 2009 წელს მიიღეს წარმოებაში და გადაწყვეტილება 2 წლის წინ გამოქვეყნდა. სულ მეუბნებოდნენ, რომ თამარ ალანიასა და ნონა წოწორიას შორის იყო კავშირები, მაფრთხილებდნენ, გადაწყვეტილება არ იქნება ისეთი, როგორიც გინდაო. მტკიცებით ფორმაში ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ალანია გარეულია იმაში, რომ ეს საქმე ასე დასრულდა, დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა გვანცა ყუფარაძემ.

გარდა ამისა, გვანცა ყუფარაძის თქმით, მას არ გაჰკვირვებია, რომ მისი ბრალდების საქმის მოსამართლე თამარ ალანია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.

„თამარ ალანიას კარგი კონტაქტები და კავშირები აქვს, რაც კარიერულ წინსვლაში ეხმარება, თუმცა რა დამსახურებით, გაურკვეველია. ამიტომაც არ გამკვირვებია, როცა ამ სიაში მისი გვარი გამოჩნდა“, - განაცხადა ყუფარაძემ.

შეგახენებთ, გვანცა ყუფარაძე თანაკლასელი ბიჭის დანით მკვლელობის მცდელობის ბრალდებისთვის იხდიდა სასჯელს. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. გვანცა ყუფარაძე დაპატიმრებისას 14 წლის იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა