სადაზღვევო კომპანია "არდი" პლასტიკური ბარათების გამოყენებაზე უარს ამბობს და დაზღვევის ელექტრონულ ბარათზე გადადის

"არდი" უერთდება USAID-ის და CENN-ის მიერ დაწყებულ აქტიურ კამპანიას #SayNoToPlastic და ჯანმრთელობის დაზღვევის პლასტიკური ბარათების მოხმარებას წყვეტს.

დღეიდან "არდის" დაზღვეული ყველა პირისთვის ფუნქციონირებას იწყებს ელექტრონული ბარათის სპეციალური პორტალი ecard.ardi.ge

აღნიშნულ პორტალზე არდის მიერ დაზღვეულ პირებს შეეძლებათ, ნახონ როგორც საკუთარი, ისე მათ მიერ დაზღვეული ოჯახის წევრების ბარათებიც და ყოველდღიურად განახლებად რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია პროვაიდერი კლინიკებისა და დამატებითი მომსახურებების შესახებ. გარდა ამისა, დაზღვეულ პირებს შეუძლიათ, ჩამოტვირთონ და შეინახონ ელექტრონული ბარათი Offline საჭიროებებისათვის.

ecard.ardi.ge - მარტივი და მულტიფუნქციური პორტალია, რომელიც არდის ჯანმრთელობის დაზღვევის ბენეფიციარებს ჩვენი სერვისებით სარგებლობას კიდევ უფრო გაუმარტივებს. პორტალი ასევე ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი პროვაიდერი კლინიკებისათვის. თითოეული მათგანი შეძლებს, მიიღოს მომენტალური წვდომა დაზღვეულის ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათზე და სამედიცინო სერვისებზე. ამისათვის თავად დაზღვეულის პირად ტელეფონის ნომერზე მიღებული ერთჯერადი დასტურის კოდი იქნება საჭირო. ეს იყო მნიშნელოვანი გადაწყვეტილება, რაც თვისობრივად შეცვლის ჯანმრთელობის სერვისების გამოყენების გზებს არდის დაზღვეულებისთვის და ასევე, ყველა ერთად შევიტანთ ჩვენს მნიშვნელოვან წვლილს მსოფლიოს გარემოსდაცვით კამპანიაში #SayNoToPlastic” , - აცხადებს არდის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე.

"არდის" ამ ნაბიჯს პოზიტიურ შეფასებას აძლევს CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია, რომელიც "კომერსანტთან" საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნული კამპანიის მიზანი, რომელიც მთელ მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს და ასევე, ხორციელდება საქართველოში USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე WMTR პროექტის ფარგლებში, არის სწორედ ასეთი ცვლილებების განხორციელება თითოეული ადამიანისა და კომპანიის დონეზე, რომელიც ერთიანობაში მძლავრ ეფექტს ქმნის ჩვენი გარემოსა და პლანეტის უკეთესი მომავლისათვის. “გვსურს, მადლობა გადავუხადოთ სადაზღვევო კომპანია “არდის“ ამ საინტერესო და თანამედროვე ინიციატივისა და ჩვენი კამპანიის მხარდაჭერისათვის. ვიმედოვნებთ, რომ “არდის” სხვა კომპანიებიც მიბაძავენ და ასევე, თამამად გადადგამენ მსგავს ნაბიჯებს ჩვენი მომავალი თაობებისათვის” , - აცხადებს ნანა ჯანაშია.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა