მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებმა ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან საპროტესტო აქცია შეწყვიტეს

ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებმა ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან საპროტესტო აქცია შეწყვიტეს. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, საკონსულო მათ ოფიციალურ პასუხს მალე გასცემ.

როგორც ადვოკატი აცხადებს, დღის წესრიგში ლავასოღლის ექსტრადირების საკითხი არ დგას.

„დაპირება მივიღეთ, რომ ოფიციალურ პასუხს მივიღებთ, თუ რატომ იმყოფება ლავასოღლი საპატიმროში ბრალის წარდგენის გარეშე და ფაქტობრივად უკანონოდ. გვითხრეს, რომ ეს საკითხი მათთვის აქტუალურია",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მინდია ლავასოღლის ადვოკატმა ალექსანდე კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან აქციას მართავდნენ და კონსულთან შეხვედრას მოითხოვნენ. აქციის მონაწილეების თქმით, უნდა მოხდეს განმარტება რატომ არის მინდია ლავასოღლი დაკავებული. მათივე ინფორმაციით, მინდია ლავასოღლი თურქეთის საპატიმროში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა