ბიძინა ივანიშვილი - მე მზად ვარ, დაინტერესებულ ბიზნესმენს „პანორამა თბილისის“ პროექტი ნებისმიერ ეტაპზე გადავცე

მე მზად ვარ, ნებისმიერ ეტაპზე გადავცე დაინტერესებულ ბიზნესმენს პროექტი, - ეს განცხადება „პანორამა“ თბილისთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა Entrepreneur-თვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა და იქვე დასძინა, რომ მზად არის, მყიდველს 30%-იანი ფასდაკლებაც შესთავაზოს.

„პანორამა“ მსოფლიო მასშტაბით მოიპოვებს გამორჩეულ ადგილს თავისი ექსკლუზიურობით.

„პანორამა“ განსხვავებული უპირატესობების მქონე, სამ უნიკალურ სასტუმროს აერთიანებს: პირველი − ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, მაღალი რანგისა და მაღალშემოსავლიან სტუმრებზეა გათვლილი. გახსოვთ ალბათ, ყოფილი ცეკავშირის, წლების განმავლობაში მიტოვებული და დაცარიელებული შენობა, რომელზეც ყველაზე მეტი ხმაური იყო. დეტალებში არ შევალ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ძალიან მოკლე დროში ავაშენეთ თანამედროვე და გამორჩეული სასტუმრო. მეორე სასტუმრო − სრულად საქმიან ტურიზმზე იქნება ორიენტირებული. აქ განთავსდება ძალიან დიდი მასშტაბის თანამედროვე საკონფერენციო დარბაზები, რომლის მსგავსიც კი არ არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში. აქვე გავიხსენებ, რომ რამდენიმე წლის წინ EBRD-ის წლიურ კონფერენციაზე თბილისს 3 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი ეწვია. დარბაზი არ არსებობდა და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დადგეს ე.წ. ერთჯერადი სივრცეები, რომ ასეთი მნიშვნელობის ღონისძიება არ ჩაშლილიყო.

„პანორამის“ ამ მეორე სასტუმროთი, ჩვენ ქვეყანას ეს პრობლემა მთლიანად მოეხსნება, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს − ნებისმიერი მაღალი დონისა და მასშტაბის კონფერენციის თუ შეხვედრის მასპინძლობის საშუალებას მოგვცემს ეს სასტუმრო.

ზოგადად, საკონფერენციო სივრცეების აშენება ყველაზე ნაკლებად რენტაბელურია, ყველაზე დაბალია მოგება და ამიტომ, ბიზნესიც, ორდინარულ ვითარებაში, ამაზე აქცენტს არ ამახვილებს, ასეთი მასშტაბის სივრცეებს არ აშენებს. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ქვეყანას სჭირდება?!“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ სასტუმროში განთავსდება უნიკალური აკვარიუმი, რაც ასევე დამატებით ხიბლს შესძენს მას.

ივანიშვილის ინფორმაციითვე, პანორამას მესამე სასტუმრო თაბორის გორაზე განთავსდება, სადაც გოლფის მოედნები გაკეთდება და „ეს სასტუმროც მაღალი შემოსავლების სტუმრებზე იქნება გათვლილი“.

„იმთავითვე გასაგებია, რომ ეს პროექტიც ვერ იქნება რენტაბელური მის თვითღირებულებასთან შედარებით. ამიტომ აქაც იგივე მიდგომა მაქვს: თუკი არსებული კონცეფციით და გეგმით ააშენებენ, სავარაუდოდ, 10-დან 30 პროცენტამდე ფასდაკლების შეთავაზება მომიწევს გაყიდვის შემთხვევაში. რასაც ვამბობ წყალტუბოზე, იმავე პრინციპს ვაცხადებ „პანორამაზე“. ჩვენი ინტერესი კი ერთია − თბილისს ჰქონდეს ახალი სავიზიტო ბარათი − მსოფლიოში უპრეცედენტო და ექსკლუზიური პროექტი, რომელიც მას დამატებით გრძელვადიან ფუნქციას შესძენს − განავითარებს ჩვენს დედაქალაქში საქმიან ტურიზმს, რაც მთელ ქალაქზე აისახება“, - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის