იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე - ბიძინა ივანიშვილის წყალტუბოს აღორძინების პროექტი ადგილობრივი ფერმერებისთვისაც ძალიან დიდი მოტივაციაა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის წყალტუბოს აღორძინების პროექტი ადგილობრივი ფერმერებისთვისაც ძალიან დიდი მოტივაციაა.

როგორც შალამბერიძემ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან გამოცემა Entrepreneur Georgia-ს ინტერვიუს კომენტირებისას აღნიშნა, წყალტუბოს აღორძინების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო წყალტუბოსთვის, არამედ რეგიონისთვის და მთლიანად საქართველოსთვის.

"ჩვენ ახლა შევხვდით ადგილობრივებსაც და როგორც აღნიშნეს, მათთვისაც ძალიან დიდი მოტივაციაა ის, რომ წყალტუბო უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით განვითარდება. როგორც იცით, დასაქმდება 20000-მდე ადამიანი, რეაბილიტაციასთან ერთად დაიწყება ახალი მშენებლობები და მოხდება როგორც წყალტუბოს ეკონომიკურად გაძლიერება, ასევე მთლიანად იმერეთის რეგიონის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განუცხადა ჟურნალისტებს შალამბერიძემ წყალტუბოში, სადაც სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრა გამართა.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, გამოცემასთან Entrepreneur Georgia-ს ინტერვიუში, წყალტუბოს აღორძინების პროექტის შესახებ ისაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო